ტრენინგი, რომელიც მოიცავდა 39 საათიან პროგრამას და ეხებოდა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში საკმაოდ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩატარდა.
პირველ რიგში დავრწმუნდი რომ სწავლების პროცესში ისტის-გამოყენებისათვის საჭიროა მასწავლებლის მაღალი კომპეტენცია
პროგრამის ფარგლებში შევეხეთ გაკვეთილის დაგეგმვის შეფასების, პრეზენტაციის პროცესს ტეხნოლოგიების გამოყენებით, საინტერესო იყო სასწავლო პროექტზე მუშაობა.
ვისწავლეთ ელექტრონული ფოსტის შექმნა და გამოყენება , ბლოგის შექმნა და გამოყენება,საიტის შექმნა, ფაილის გადათარგმნა,სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება ლემილში, მასწავლებლისა და მოსწავლის პორთფოლიოების შექმნა და ა.შ
Sunday, September 14, 2014
პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
დავალებასთან პრეზენტაციის თემის შესაბამისობა
|
საპრეზენტაციო თემა ნაწილობრივ შეესაბამება დავალებას
|
საპრეზენტაციო თემა შეესაბამება
დავალებას,მაგრამ არის ხარვეზები
|
საპრეზენტაციო თემა შეესაბამება დავალებას და საინტრესოდ არის წარმოდგენილი
|
ინფორმაციის თანამიმდევრულობა
|
ინფორმაცია ზოგადი და არათანმიმდევრულია
|
ინფორმაცია ძირითადად თანმიმდევრულადაა გადმოცემული
|
ინფორმაცია კარგადაა დალაგებული
და გადმოცემული რაც იწვევს მსმენელის დაინტერესებას
|
ტექსტის და ვიზუალის შესაბამისობა სლაიდებზე
|
ვიზუალი ტექსტთან ნაწილობრივაა შესაბამისი
|
იყენებს სხვადასხვა ფორმებს რომლებიც ძირითადად თემისა და ინფორმაციის
შესაბამისია
|
იყენებს თანამედროვე ტეხნოლოციებს , რომლებიც მთლიანად შეესაბამება ტექსტს
|
აუდიტორიასთან კავშირი და უკუკავშირი
|
პერიოდულად ცდილობს კონტაქტს, ნაკლებია უკუკავშირი
|
გრძნობს აუდიტორიის განწყობას და ამყარებს კონტაქტს
|
კარგად ფლობს კომინიკაციურ უნარებს, აქტიურია აუდიტორია , რაც კარგი
უკუკავშირის შედეგია
|
გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემა ინფორმაციის
|
ინფორმაცია არათანმიმდევრულია და შეიცავს შეცდომებს
|
ინფორმაცია თანმიმდევრულადაა გადმოცემული, იპარება უმნიშვნელო შეცდომები
|
ინფორმაცია კორექტულად, გასაგებად და თანმიმდევრობითაა გადმოცემული.
ფაქტები ზუსტი და მკაფიოა
|
Friday, September 12, 2014
პროექტი გეოგრაფიაში
პროექტის სახელწოდება
|
წყლის დაბინძურება
-გლობალური პრობლემა
|
პროექტის მთავარი
იდეა
|
საზოგადოების
მაქსიმალური ინფორმირებულობა წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ,
ახსნა იმისა რომ წყლის რესურსებისადმი უყაირათო დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემის გადაუჭრელობას და ადამიანის
ჯამრთელობის გაუარესებას გამოიწვევს
|
პროექტის აქტუალობა
|
ბოლო პერიოდში
საგრძნობლად გაიზარდა წყლის რესურსების გამოყენება როგორცწარმოებასა და სოფლის მეურნეობაში
ისე საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში რამაც საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი და გააუარესა
ხარისხი. აღნიშნულმა პრობლემამ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო
|
პროექტის მიზნები
|
საზოგადოების
პასუხისმგებლობის გაძრდა და მოსახლეობის ინფორმირება.
მოსწავლეს განუვითარდეს
ანალიტიკური აძროვნება,მსჯელობის უნარი,საკუთარი თვალსაზრისის გადმოცემის,დასკვნების
გამოტანის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის,შემოქმედებისა და კვლევა-ძიების უნარი
|
მონაწილეთა
ასაკი
|
15-16 წელი
|
ვადა
|
2-თვე
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
ინფორმაციის
მოპოვება ჩვენი რეგიონის წყლის რესურსებით უსრუნველყოფის გამოყენების და მასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ(საყოფაცხოვრებო
ნარჩენების,შხამქიმიკატების გამოყენების,არამიზ ნობრივი რყვისა და სხვათა შესახებ)
, ფოტომასალის შეგროვება, ნახატების გაკეთება, სოციოლოგიური გამოკითხვა, ფოტოკოლაჟის
შექმნა,დასკვნების გაკეთება.
|
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსი
|
ფოტოაპარატი,ჟურნალ-გაზეთები,,ინტერნეტი,
დამხმარე ლიტერატურა , სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, საწერი კალამი, რვეული.
|
პროექტის მსვლელობა
|
მოსწავლეები
დაიყოფიან 4კაციან ჯგუფებად, რომლებსაც ეძლევათ შემდეგი სახის დავალებები:
ა)მოიძიებენ
ინფორმაციას დანდალოს ტერიტორიაზე მოსახლეობა როგორ არის უზრუნველყოფილი სასმელი
და სარწყავი წყლის რესურსებით
ბ)გამოკვეთონ
ის საშიშროებები, რომლებიც ჩვენს რეგიონში საფრთხეს უქმნის წყლის რესურსების დაბინძურებას (მაგ. სასმელი
წყლის მოწამლვა, მდინარეების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება) მოიძიონ შესაბამისი
მასალა ინტერნეტში რათა ვიზუალური დათვალიერებით უფრო აღქმული იყოს შედეგი
გ)დასახონ ღონისძიებები,
რაც მათი აზრით შეამცირებს წყლის დაბინძურებას, რომლებიც შესაბამისად მიეწოდება შესაბამის
ორგანოებს
ე)ჯგუფის წევრები
ამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტს და ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას იმ მოსალოდნელ
შედეგებზე რაც შექმნილ სიტუაციაშია მოსალოდნელი
ვ) მოსწავლეები
ახდენენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებით-სუფთა წყალი ჯამრთელობის საწინდარია
ზ) შედეგების
შეჯამება ხდება პრეზენტაციის სახით
ი) ერთობლივად
ახდენენ აქციას წყლის სანაპირო ზოლის დასუფთავება
|
კავშირი ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
|
მოსწავლეს შეუძლია
ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ლევან ავალიანი
|
ხელმძღვანლის
ელფოსტა
|
Levanavaliani5@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი
|
http://levanavaliani.blogspot.com/
|
ხმელეთის წყლები
დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ.კმ. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკაში). მისი ფართობი 82,4 ათასი კვ.კმ-ია.
ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც ადგილობრივების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს: `დრაჰენ ხაუქლოკი~ ანუ `დრაკონის ნესტოები~ (Dragon’s Breath Cave). იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ.მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
დედამიწაზე, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა არპორტ-ცო ჩინეთშია.იგი ტიბეტის ზეგანზე ზღვის დონიდან 5465 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ტიტიკაკაა (სამხრეთი ამერიკა, ანდებში, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კვ.კმ-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული.
პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა – ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია და ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისადა ბურიატეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია.
მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა და იგი აღმოსავლეთაფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა დაბურუნდის ტერიტორიებზე მდებარეობს. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ეს ტბა, თავისი სიღრმით, 1435 მ, მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით, როგორც ტყუპი ძმები ისე გვანან ერთმანეთს.
ბაიკალის ტბა ტბა ტანგანიკა
ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება მხოლოდ ტბების ტემპერატურულ რეჟიმშია. ბაიკალი ზამთრის პერიოდში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ხოლო ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არ აღინიშნება. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის, დაახლოებით, 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულის თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.
დედამიწაზე ყველაზე გრძელი მდინარეა ნილოსი კაგერასთან ერთად (აფრიკა). მისი სიგრძე 6671 კმ-ია. მდინარე თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით წარმოიქმნება. აუზის ფართობი – 2870 ათასი კვ.კ-ია. ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება და შესართავთან საკმაოდ დიდ დელტასწარმოქმნის.
ნილოსის დელტა
თეთრი ნილოსი
წყალუხვობით მდინარე ამაზონი (სამხრეთი ამერიკა) პირველობს. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 7 მლნ.კვ.კმ-ია, რაც თითქმის ავსტრალიის ფართობის ტოლია და ამითაც პირველია დედამიწაზე. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან – 7025 კმ-ია. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.
ამაზონის აუზი
ამაზონს 500-მდე შენაკადი აქვს. მას ატლანტის ოკეანეში ყოველ წამში 120 ათასი კუბ.მ. წყალი ჩააქვს.
მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.
დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლესმდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ, 61მ). თუმცა, მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში, ასევე, ითვლება მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ – 36 მეტრი. დედამიწაზე ყველაზე მოკლე მდინარეებია ასევე: არილი (84 მ, იტალია), რეპრუა (საქართველო, 18 მ), ძიშხა (საქართველო, 7 მ).
მდინარე რეპრუა მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გაგრისმუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს,რომელიც გამოედინება გაგრის ქედისკალთებიდან, პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია,რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.
დედამიწაზე ყველაზე დიდ დელტას მდინარე განგი წარმოქმნის. დელტის ფართობი თითქმის 80 ათასი კვ.კმ-ია და ამ ტერიტორიაზე თავისუფლად განლაგდება 3 ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა ბელგია ან ნიდერლანდი.
დედამიწაზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი (სამხრეთ ამერიკა, ვენესუელა, ბოლივარის შტატში), რომელიც მდინარე ორინოკოს შენაკად კარონზე მდებარეობს. ანხელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. ჩანჩქერი აუიანტეპუის მთიდან გადმოედინება. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი მდინარე კერეპის წყლით იკვებება, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.
ანხელის ჩანჩქერი 1936 წელს ამერიკალმა მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელიმ აღმოაჩინა, სწორედ, ამიტომ ჩანჩქერი ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.
სიმაღლის მიხედვით მეორე ადგილზეა ჩანჩქერი ტუგელა (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმაღლეა 933 მ-ია.
ჩანჩქერებს შორის ყველაზე მძლავრი და განიერია იგუასუ (სამხრეთ ამერიკა). ეს ჩანჩქერების კომპლექსი ამავე სახელწოდების მდინარეზე, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, პარანას შესართავიდან 26 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგუასუ ინდიელების ენაზე `დიდ წყალს~ ნიშნავს. 2,7 კმ სიგანის ჩანჩქერი 72 მ-ის სიმაღლიდან ვარდება.
ჩანჩქერების კომპლექსი ბარზილიისა და არგენტინის იგუასოს ეროვნულპარკებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისსიაშიაშეტანილი.
ჩანჩქერები ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეშიც გვხვდება. მათ წყალქვეშა ჩანჩქერებს უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანი ბასის სრუტეში (ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის გამყოფი სრუტე) მდებარეობს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სრუტის ფსკერზე 400 მ სიმაღლისა და 150 კმ სიგანის კლდის ქიმია, საიდანაც ყოველ წამს დაახლოებით 30 ათასი კუბ.კმ. წყალი ეცემა.
Subscribe to:
Posts (Atom)