Friday, September 12, 2014

ხმელეთის წყლები

დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ.კმ. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს  შორის  კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკაში). მისი ფართობი 82,4 ათასი კვ.კმ-ია.
ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა  ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც ადგილობრივების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს: `დრაჰენ ხაუქლოკი~  ანუ `დრაკონის ნესტოები~  (Dragon’s Breath Cave). იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ.მ-ია. ტბის  არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
დედამიწაზე, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბა არპორტ-ცო ჩინეთშია.იგი ტიბეტის ზეგანზე ზღვის დონიდან 5465 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ტიტიკაკაა (სამხრეთი ამერიკა, ანდებში,  პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კვ.კმ-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული.
პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა – ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია და ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა  აღმოსავლეთ ციმბირში,  ირკუტსკის ოლქისადა ბურიატეთის  ტერიტორიაზე მდებარეობს.  მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბამტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია.
მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა და იგი  აღმოსავლეთაფრიკაშიკონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისტანზანიისზამბიისა დაბურუნდის  ტერიტორიებზე მდებარეობს. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ეს ტბა, თავისი სიღრმით, 1435 მ, მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით, როგორც ტყუპი ძმები ისე გვანან ერთმანეთს.
baikal              250px-Lake_Tanganyika_map
ბაიკალის ტბა                                                                                                    ტბა ტანგანიკა

ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება მხოლოდ ტბების ტემპერატურულ რეჟიმშია. ბაიკალი ზამთრის პერიოდში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ხოლო ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არ აღინიშნება.  მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის, დაახლოებით, 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს  ბეჰემოთინიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულის თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა  1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.
დედამიწაზე ყველაზე გრძელი მდინარეა ნილოსი კაგერასთან ერთად (აფრიკა). მისი სიგრძე 6671 კმ-ია. მდინარე  თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის  შეერთებით წარმოიქმნება. აუზის ფართობი – 2870 ათასი კვ.კ-ია. ნილოსი  ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება და  შესართავთან  საკმაოდ დიდ დელტასწარმოქმნის.
           ნილოსის დელტა
Nile_watershed_topo    ცისფერი ნილოსი
თეთრი ნილოსი            

წყალუხვობით  მდინარე ამაზონი (სამხრეთი ამერიკა) პირველობს. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 7 მლნ.კვ.კმ-ია, რაც თითქმის ავსტრალიის ფართობის ტოლია და ამითაც პირველია დედამიწაზე. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან – 7025 კმ-ია. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ,  მადეირა,  ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა  ბელგია. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში,  პერუში,  ვენესუელაშიეკვადორსა და კოლუმბიაში.
ამაზონის აუზი

756aec4d-5f70-4676-8746-d84b539afed4
ამაზონს 500-მდე შენაკადი აქვს. მას ატლანტის ოკეანეში ყოველ წამში 120 ათასი კუბ.მ. წყალი ჩააქვს.
მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.
დღესდღეობით, გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლესმდინარედ აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River)  მონტანას შტატში (აშშ, 61მ). თუმცა,  მდინარე დი (D River) ორეგონის შტატში, ასევე, ითვლება მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ – 36 მეტრი. დედამიწაზე ყველაზე მოკლე მდინარეებია  ასევე: არილი (84 მ, იტალია), რეპრუა (საქართველო, 18 მ),  ძიშხა (საქართველო, 7 მ).

300px-RepruaRiver2
მდინარე რეპრუა მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გაგრისმუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებშიერთვის შავ ზღვას სათავიდან 18მეტრის მოშორებითწარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს,რომელიც გამოედინება გაგრის ქედისკალთებიდანპლაჟის ზონაშიაღსანიშნავია,რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.

დედამიწაზე ყველაზე დიდ დელტას  მდინარე განგი წარმოქმნის. დელტის ფართობი თითქმის 80 ათასი კვ.კმ-ია და ამ ტერიტორიაზე თავისუფლად განლაგდება 3 ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა ბელგია ან ნიდერლანდი.
დედამიწაზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი (სამხრეთ ამერიკა, ვენესუელა, ბოლივარის შტატში), რომელიც მდინარე ორინოკოს შენაკად კარონზე მდებარეობს. ანხელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. ჩანჩქერი აუიანტეპუის მთიდან გადმოედინება. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი  მდინარე კერეპის წყლით იკვებება, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ეს ყველა მდინარე ორინოკოს აუზს მიკეუთვნება.
Angel1
ანხელის ჩანჩქერი 1936 წელს ამერიკალმა მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელიმ აღმოაჩინასწორედ ამიტომ ჩანჩქერი ეინჯელის (ინგლ. Angel) სახელს ატარებს.

სიმაღლის მიხედვით მეორე ადგილზეა  ჩანჩქერი ტუგელა (სამხრეთ აფრიკა),  რომელიც  ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმაღლეა 933 მ-ია.
ჩანჩქერებს შორის ყველაზე მძლავრი და განიერია იგუასუ (სამხრეთ ამერიკა). ეს ჩანჩქერების კომპლექსი ამავე სახელწოდების მდინარეზე, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, პარანას შესართავიდან 26 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. იგუასუ ინდიელების ენაზე `დიდ წყალს~ ნიშნავს. 2,7 კმ სიგანის ჩანჩქერი 72 მ-ის სიმაღლიდან ვარდება.

Panorama_7
ჩანჩქერების  კომპლექსი ბარზილიისა და არგენტინის  იგუასოს  ეროვნულპარკებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებისსიაშიშეტანილი.
 ჩანჩქერები ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეშიც გვხვდება. მათ წყალქვეშა ჩანჩქერებს უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანი ბასის სრუტეში (ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის გამყოფი სრუტე) მდებარეობს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ სრუტის ფსკერზე 400 მ სიმაღლისა და 150 კმ სიგანის კლდის ქიმია, საიდანაც ყოველ წამს დაახლოებით 30 ათასი კუბ.კმ. წყალი ეცემა.

No comments:

Post a Comment